"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანისას პოზიციაზე: საკრედიტო ოფიცერების გუნდის ლიდერი
კომპანიის აღწერა
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.
მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.4finance.com
ძირითადი მოვალეობები:
- საკრედიტო ოფიცერების გუნდის მართვა და კოორდინაცია;
- საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესის ზედამხედველობა;
- საკრედიტო რისკების შეფასება და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველი უნარები
- გუნდის მართვის და გუნდთან მუშაობის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60