მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
„Wegroup"-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს. 
 
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.wegroup.gehttps://myredberry.ge/https://mandarina.ge/.
 
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი საიუველირო მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე! 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი  
ფილიალის ლოკაცია: ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5/2; 
 
ბენეფიტები: 
  • საბონუსე სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი; 
  • კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ბრენდულ პროდუქციაზე; 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სავაჭრო ობიექტის საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი; 
  • გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა; 
  • გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია; 
  • გუნდის მართვა; 
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კონტროლი; 
  • გრაფიკებისა და შვებულებების შედგენა; 
  • შეფასებისა და განვითარების პროცესების ინიცირება; 
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი; 
  • შოურუმში პროდუქციის განთავსებისა და მერჩენდაიზინგის მონიტორინგი; 
  • სალარო ოპერაციების კონტროლი; 
  • პროდუქციის მარაგების მართვა და მიღების პროცესის მონიტორინგი; 
  • დაგეგმილი აქციების ორგანიზება და მართვა; 
  • პროდუქციის გეგმური აღწერის პროცესის მართვა; 
  • პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა, როგორც თანამშრომლებთან, ისე მომხმარებლებთან; 
  • სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სავაჭრო ობიექტში; 
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება; 
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება; 
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება მის კომპეტენციასთან შესაბამისობაში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში; 
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და მაღლა); 
  • MS Office-ის ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook). 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • განვითარებისა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/4jJOoyj  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 
 
კონფიდენციალურობის დებულება: 
თქვენს მიერ CV-ის გაგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს, თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე