HR რეკრუტერი

თბილისი სრული განაკვეთი სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
„Wegroup"-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.wegroup.ge  https://myredberry.ge/ https://mandarina.ge/
ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ თანამშრომელს HR რეკრუტერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების მოძიება;
  • შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაივლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი;
  • განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
  • პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა
  • კორპორაციული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY ის ბრენდულ პროდუქციაზე

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/XQjMl
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე