მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Bitnet
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
Bitnet აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • ორგანიზაციის კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • სოციალურ ქსელებში პასუხის გაცემა ;
  • გამავალი ზარების განხორციელება არსებულ მომხმარებლებთან ;
  • პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ;

საჭირო პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახლის შეთვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:
  • სრული განაკვეთი ;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა 12

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bitnet.ge