ღამის რეცეფციონისტი/ აუდიტი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო მარჯან პლაზა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
4* ვარსკვლავიანი  სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს,  აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.   
 
სასტუმრო მარჯან პლაზა მიღება-განთავსების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიასას ღამის რეცეფციონისტის / აუდიტის (Night Auditor) პოზიციაზე  

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
ანაზღაურება: ფიქსირებული  
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა 
 
ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:  
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება; 
  • სტუმრის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით; 
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; 
  • ღამის აუდიტის წარმოება; 
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა; 
  • სასტუმროს  დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი; 
  • სასტუმროს პროგარამაში (OPERA Cloud-ში) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით; 
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • შესახებ; 
    
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად   
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს; 
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამებს; 
  • გუნდური აქტივობების პროგრამებს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევით და კვებით უზრუნველყოფას; 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება -   
 
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ“-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge