მარკეტინგის ხელმძღვანელის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯინო აკვაპარკი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.  
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით. 
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის ხელმძღვანელის ასისტენტი 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ციფრული არხებისთვის, კონტენტის შექმნასა პროცესის კოორდინირებაში მონაწილეობის მიღება; 
  • საკომუნიკაციო კამპანიებისათვის იდეისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სტატიების, პრესრელიზების, ახალი ამბების, ინტერვიუების და ოფიციალური მესიჯების შექმნაში მონაწილეობის მიღება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;  
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა;  
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
 
საჭირო პიროვნული უნარები: 
  • კარგი კომუნიკაციური უნარები 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლიანობა 
  • ორგანიზებულობა 
  • დროის მართვის უნარი 
 
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:  
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას  
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა) 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge 
 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ! 
 
გისურვებთ წარმატებას!