ბუღალტრის ასისტენტი

ბათუმი სრული განაკვეთი ბრავიტონი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია ბრავიტონი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. 

ბრავიტონი სამშენებლო მეტალის ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია მრავალ მსხვილ და მცირე პროექტებზე.  
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მეგობრულ გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ადგილზე კვებას. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბანკო ოპერაციების გატარება პროგრამაში; 
  • სალაროს და ე-ზედნადებების შედარება პროგრამასთან; 
  • იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვების შეყვანა; 
  • საქონლის ჩამოწერა და ზედმეტობაში აყვანა; 
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება; 
 
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბუღალტერია, ფინანსები ან მსგავსი მიმართულებით); 
  • ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;   
  • პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ყურადღებიანი; 
  • საქმის და დროის სწორი მენეჯმენტი; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარები. 

მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00) 
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა 
ანაზღაურება: 1200 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.