დღის რეგისტრატორი
თარიღები: 14 მარ - 25 მარ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  რეგისტრატურა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.ge
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის”  ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დღის რეგისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:
  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
სასურველია: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო ბარათების წარმოება;
  • დღის მანძილზე პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
  • ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025  წლის 25 მარტი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.kirurgia.ge