ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: www.elvare.ge კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან. სამუშაო პირობები: - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- კორპორატიული დაზღვევა (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
- ტრანსპორტირება: სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
- კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
- სამუშაო საათები: 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები: - ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა (წლიური, თვიური, კვირეული);
- საწყობსა და მაღაზიებში არსებული პროდუქციის აღწერა, პროგრამულად აღრიცხვა და საბოლოო შედეგების დაფიქსირება;
- ძირითადი საშუალებების აღწერა/მონიტორინგი;
- ექსპლუატაციაში შესული და ექსპლუატაციიდან მოხსნილი ძირითადი საშუალებების მონიტორინგი და შესაბამისი ოპერაციების პროგრამულად ასახვა;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
- ნაშთების აღრიცხვა პროგრამულად, ცდომილებების გასწორება, ანალიზი და რეპორტინგი;
- ინვენტარიზაციის სრული ციკლის მართვა/პასუხისმგებლობა;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზის შედგენა/წარდგენა;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური რეპორტის წარდგენა.
მოთხოვნები: - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა სასურველია;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღებიანობა;
- დროის სწორად მართვის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნაკაციის უნარი;
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. შპს „ელვარე“ გისურვებთ წარმატებას!