სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
Paybox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე
პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულოს უზრუნველყოფა.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტერმინალის მათი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, სისტემის ინსტალაცია; განახლებების ინსტალაცია ,
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული პროქტრებში ჩართულობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ·
- კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
- ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ავტომობილის ფლობა;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- დეტალებში ჩასვლის უნარი;
- მოქნილობა;
- ახლის ათვისების უნარი;
- ხარისხის შეგრძნების უნარი, კეთილგანწყობა;
- აზრის გამოხატვისა და მსჯელობის უნარი, უკუკავშირის გაცემის უნარი;
- უკუკავშირის მიღების უნარი, პასუხისმგებლიანი, დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი, ყურადღებიანობა;
- განვითარებაზე ორიენტაცია;
- მიზანდასახულობა;
- გეგმარების უნარი;
- აღსრულების უნარი;
- მიდევნებისა და კონტროლის უნარი .
დამატებითი ინფორმაცია:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ავტომობილის დაზღვევა;
- ყოველთვიური ბონუსი;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ,გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.