საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“ 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად „გოა კრედიტი“ წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით. საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი : თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ძვირფასი ლითონების მიღება,შეფასება;
სალომბარდე სესხის გაცემა;
მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
პორტფელის მართვა;
ფაილინგის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობა;
პუნქტუალურობა;
მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.