შესყიდვების მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი აჭარა ტექსტილი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
აჭარა ტექსტილე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : შესყიდვების მენეჯერი
საწარმოს მდებარეობა: რუსთავი , იური გაგარინის N 20

ხელფასი : 1000-1500 ლარი( გამოცდილების მიხედვით)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მანქანა და საწვავი სამუშაო საათებში: უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან

ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • საწარმოს საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციის შეკვეთა, შესყიდვა და გადახდის დოკუმენტების ფინანსური განყოფილებისათვის მიწოდება.
  • შემოსავლების სამსახურის საბაჟო განყოფილებასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საწარმოსა და პარტნიორი კომპანიების (ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად) პროდუქციის განბაჟება, აღნიშნული პროდუქციის ავტომობილზე დატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
  • საწარმოს კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური სერვისით უზრუნველყოფა, ტექნიკური დათვალიერების დროული უზრუნველყოფა.
  • ფინანსური განყოფილებისგან მიღებული საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და გახარჯული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა
  • ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება და ვადების კონტროლის უნარი
  • სამუშაო ეთიკა და დისციპლინა
  • გუნდური მუშაობისა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარ

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  nana.dundua@kartlitextile.com
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს “აჭარა ტექსტილეში” არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.

ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.