ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით ფარშის აწონვა;
- დღის ბოლოს დარჩენილი ნაშთების აწონვა და დასაწყობება;
- დღის ბოლოს სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ფიზიკურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება:1270 (ერთი ათას ორას სამოცდაათი ლარი) ლარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
maka.zaqradze@nikora.geსათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს კორიდა ს/კ 215133193 და უფლებამოსილი პირის - შპს "კორიდას" ს/კ 215133193 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე maka.zaqradze@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს კორიდა ს/კ 215133193 იურიდიულ მისამართზე: ქ. ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება.
შპს კორიდა ს/კ 215133193 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.