HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიაში შემოსული და გასული ზარების, წერილებისა თუ გზავნილების კონტროლი - ორგანიზება, კოორდინაცია და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
ოფისის სისუფთავისა და სხვადასხვა საკანცელარიო თუ სხვა ტიპის მასალებით უზრუნველყოფა - საკანცელარიო ნივთებისა და ჰიგიენის საშუალებების შესაკვეთად ტენდერების წარმართვა, შესაკვეთი ვადების განსაზღვრა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
ოფისში მოსული ვიზიტორების - სტუმრების დახვედრა და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
HR სამსახურის დახმარება შემდეგი ტიპის აქტივობებში - შვებულებისა და მივლინების ბრძანებების მომზადება; თანამშრომლების კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა; საწვავის ბარათების შეკვეთა; ფიტპასის ბაზის მართვა და სხვ.;
მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის სერთიფიკატების მიწოდება პარტნიორ კომპანიებთან, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
მოთხოვნები:
აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი;
აუცილებელია ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება;