„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. „კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. „კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების ტიპი - დროებითი დასაქმება (დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელი) დასაქმების პერიოდი - 9 თვე ანაზღაურება - 1100 ლარი სამუშაო ადგილი - ისანი, ნავთლუღის ქ. 8ა (ისანი მოლი) ძირითადი ფუნქციები: - კომპანიის სათავო ოფისის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- ოფისისთვის და საცალო ქსელისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთების შესყიდვის პროცესის მართვა;
- ოფისისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვის პროცესის მართვა;
- ქვეყნის მასშტაბით თანამშრომლების მივლინებების ადმინისტრირება;
- შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, აღრიცხვა და ადრესატისთვის ჩაბარება;
- კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მეილების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- გაწერულ მომსახურებაზე გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და გადახდების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
- ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, გადამისამართება;
- შეხვედრების ოთახების ჯავშნების ადმინისტრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- სასურველია MS Excel-ის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები: - დეტალებზე ორიენტაცია;
- შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა;
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გარძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს“; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com;ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებებს!