კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სივრცის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მასპინძლობა;
- მომხმარებლებთან არასტანდარტული შემთხვევების მართვა;
- სტუმრების კმაყოფილების კვლევის კოორდინირება და ჩართულობა;
- საკუთარ სივრცეში მომუშავე თანამშრომლების მართვა (საქმის გადანაწილება და კოორდინირება, პოზიციებზე თანამშრომლების შემოწმება, მათი ფორმებისა და იერსახის კონტროლი);
- საკუთარ სივრცეში არსებული ინვენტარის მართვა;
- გაყიდვების პრომოცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება და/ან მაღალი კურსის სტუდენტები (სასურველია ტურიზმის მენეჯმენტის, სასტუმროს მენეჯმენტის ან მონათესავე სფეროში)
- რელევანტური გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია ჰორეკას მიმართულებით სერვისში მუშაობის გამოცდილება)
- უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- ორგანიზებულობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
hr@ginoaquapark.geგთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!