კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დღის მთავარი მოლარე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალაროების გახსნა, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
- ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
- დღის განმავლობაში მოლარეების ფინანსური კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხურდით მომარაგების უზრუნველყოფა;
- დღის ბოლოს ნავაჭრი თანხის სრული აღრიცხვა და შესაბამისი წესით შენახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
საჭირო პიროვნული უნარები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
hr@ginoaquapark.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!