ინჟინერი
თარიღები: 13 მარ - 11 აპრ
მდებარეობა: მესტია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment@grpc.ge
სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ინჟინრის პოზიციაზე. 

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ არის კერძო, ქართული კომპანია რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით. 
სამუშაო ადგილი - სვანეთი.  

ძირითადი პასუხისმგებლობები:  
  • ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური  მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარების და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმიური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკური და მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება; 
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობების ოპერირება; 
  • ჰესის სხვადასხვა პარამეტრების დაკვირვება და ჩანაწერების წარმოება, წყლის დონესა და  ნაკადზე; 
  • სადაწნეო სისტემების ოპერირება, კონტროლი და მომსახურეობა; 
  • პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით საკითხებზე: კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; 
  • დანადგარებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება; 
  • სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა  და ტექნიკური უსაფრთხოების წესების და ნორმების, ასევე კომპანიის შრომის უსაფრთხოების კუთხით  არსებული ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • დაგეგმილი და შესრულებული სამუშაობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით; 
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ელექტრო და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 

რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია: 
  • კონკურენტუნარიან ხელფასს; 
  • წლიურ ბონუსს; 
  • ოთხ თვიან, სრულად ანაზღაურებად, დეკრეტულ შვებულებას; 
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის 100 %-ით დაფარვას; 
  • მოქნილ სამუშაო საათებს; 
  • კარიერული ზრდის ხელშეწყობას; 
  • თანაბარ პირობებს სქესის, გენდერისა და ეთნიკურობის მიუხედავად. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.