უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
- გაყიდვების განსხვავებული პირობების ხელმძღვანელთან შეთანხმება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო ისე ფიზიკური, შეხვედრების ჩანიშვნა, პრეზენტაცია, გაყიდვა;
- ხელშეკრულების, გრაფიკის მომზადება.;
- ნასყიდობის რეგისტრაციის ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში და სრული მონიტორინგი;
- სამშენებლო ტერიტორიაზე მომხმარებლის გადაყვანა;
- თავისი პორტფელის დებიტორის მონიტორინგი და ამოღება;
- უმცროსი მენეჯრის მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნა :
- გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში - 2+ წელი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა B2 დონეზე; ( ინგლისური , რუსული, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 2000 – 2500 ₾ + ბონუსი;
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; სამუშაო დრო: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი : 12:00 – 17:00 საათი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
info@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უფროსი გაყიდვების მენეჯერი“.