უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია
„ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას
ედვერთაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხებში (Meta Ads, Google Ads), ოპტიმიზება, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
- ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მაქსიმალური შედეგების მისაღწევად;
- მონაცემების მუდმივი ანალიტიკა და მონიტორინგი (Google Analytics, Facebook Business Manager, Google Ads) მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის;
- თანამშრომლობა გაყიდვებისა და დიზაინის გუნდთან, რათა მარკეტინგული კამპანიები იყოს ერთიანი და ეფექტური;
- ბიუჯეტის მართვა და განაწილება ციფრულ მარკეტინგულ აქტივობებზე, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ROI-ს გაზრდის მიზნით;
- ციფრული მარკეტინგის უახლესი ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და გამოყენება;
- შედეგების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
აუცილებელი მოთხოვნები:
- 3 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით.
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ღრმა ცოდნა, მათ შორის Google Search Console, Google Display ads, Meta, Zapier.
- სარეკლამო ეფექტურობის მონიტორინგის ანალიტიკური ინსტრუმენტების (Google Analytics) ცოდნა.
- ციფრული არხების გამოყენებით ბიზნესის ზრდის გამოცდილება.
- ძლიერი კომუნიკაციისა და პროექტების მართვის უნარები.
სამუშაო ადგილი: განიხილება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად.;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
info@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ედვერთაიზერი“.