უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Otium Development
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. 
 
ფუნქცია - მოვალეობები : 
  • პოტენციური კლიენტებისთვის დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; 
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა; 
  • ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა; 
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა; 
  • კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა; 
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა. 
 
აუცილებელი მოთხოვნა : 
  • გამოცდილება  უძრავი ქონების  გაყიდვების სფეროში - 1+ წელი 
  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; 
  • უცხო ენების ცოდნა B2 დონეზე; ( ინგლისური , რუსული, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა; 
  • კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი; 
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი : 12:00 – 17:00 საათი.  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უმცროსი გაყიდვების მენეჯერი“.