ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ფინატო
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
საკონსულტაციო კომპანია ფინატო, ეძებს ინვენტარიზაციის სპეციალისტს და გამოცდილ/უფროს ინვენტარიზაციის სპეციალისტს, რომელიც მოემსახურება სხვადასხვა სექტორის კომპანიებს ერთჯერადი ან რეგულარული პროექტების ჭრილში.

ფუნქცია/მოვალეობა:
  • ობიექტზე ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების აღწერის გაკეთება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, ერთჯერადად ან შესაბამისი რეგულარობით;
  • არსებული ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლე ნაშთების შემოწმება, დანაკლისისა და ზედმეტობის მოკვლევა და დადგენა;
  • რეპორტების მომზადება შესაბამისი ფორმით და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული გატარება.

მოთხოვნები:
  • საჭიროა მსგავს პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Word; Excel ძირითადად) ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება აპექსსა და სხვა რითეილ პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000-2,000 + გამომუშავება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sbgt.hrm@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ
პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!