"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დირექტორის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
- სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზის და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
- სამედიცინო შემთხვევის მართვა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით;
- სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- კლინიკაში სასწავლო პროცესების ხელშეწყობა;
- პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება;
- კლინიკაში ფუნქციური კომისიების ორგანიზება;
- სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
- ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სასწავლების მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული;
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მართვის კომპეტენცია;
- დროის ეფექტურად მართვა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 მარტი, 2025 წელი
‘’ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს