შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.ადგილმდებარეობა: თბილისიანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსისამუშაოს აღწერა და მოვალეობები:- საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
- პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;
- ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითშესწავლის უნდარი
- სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:- სწავლას და კარიერულ წინსვლას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.