მოლარე ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი შკოდა
მივლინება: არა ხელფასი: 1100 - 1200
ენები: ინგლისური
გაყიდვები: მოლარე
ჩეხური საავტომობილო კომპანიის “შკოდას” ოფიციალური დისტირბუტორი საქართველოში “ავტო ცენტრი თბილსი”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

“ავტო ცენტრი თბილისი”, წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის „შკოდას“  ოფიციალურ დისტრიბუტორს საქადრთველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას.

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;                         
ანაზღაურება - 1100-1200 (ნეტ) ლარი. 800 ლარი ფიქსირებული + საბიონუსე ანაზღაურება.
მისამართი – ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #244

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • მომხმარებლის მომსახურების დასრულების შემდეგ გადახდების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატში თანხის გატარება;
  • სალაროს დღიური ანგარიშის წარმოება;
  • მომხმარებლის მასპინძლობა და რეგისტრაცია; 
  • სერვის-ცენტრში შემოსულ ზარებზე პასუხი;  სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
  • სერვის-ცენტრში ჯავშნების მიღებაში მომხმარებლის დახმარება; 
  • ჯავშნების აღრიცხვა/მონიტორინგი; 
  • კოორდინაცია სერვისის კონსულტანტთან, საწყობთან და სერვის მენეჯერთან; 
  • მომხმარებელთან სატელეფონო უკუკავშირი სერვისის დასრულების შემდგომ; 
  • მიმდინარე რეალიზაციების (მცირე შპს იურიდიულ პირებზე) ბუღალტრუილი გატარებების წარმოება (ზედნადები/ფაქტურა);
  • ყოველი დღის ბოლოს გატარებების მონიტორინგი, გადახდების შესრულებებთან შედარება;
  • სერვის კონსულტანტის არყოფნის შემთხვევაში, მისი ნაწილობრივ ჩანაცვლება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციოდ ცოდნა;
  • სასურველია ავტომანქანის მახასიათებლების დეტალური ცოდნა;
  • MC office- ის ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • კოლეგიალურობა
  • კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@skoda.ge .
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სერვისის კონსულტანტი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 11.04.2025 წ.

„შკოდა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"შკოდა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "შკოდა" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.