სერვისის კონსულტანტი
2xP PRIORITY შკოდა
თარიღები: 13 მარ - 10 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2200 - 2300
ენები: ინგლისური
ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@skoda.ge
ჩეხური საავტომობილო კომპანიის “შკოდას” ოფიციალური დისტირბუტორი საქართველოში “ავტო ცენტრი თბილსი”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე. 
 
“ავტო ცენტრი თბილისი”, წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის „შკოდას“  ოფიციალურ დისტრიბუტორს საქადრთველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას. 
 
სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე; 
ანაზღაურება - 2200-2300 (ნეტ) ლარი. 1500 ლარი ფიქსირებული + საბიონუსე ანაზღაურება. 
მისამართი – ქ. თბილისი  აღმაშენებლის ხეივანი #244 
 
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: 
  • მომხმარებლების მიღება, პირველადი კონსულტაციის გაწევა, დარეგისტრირება და  გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;  
  • ავტომობილების შეყვანა  დარეგისტრირებულ მომსახურებაზე;  
  • მომხმარებელსა და ტექნიკურ სტაფს შორის ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;  
  • მომხმარებლის ვიზიტის დროს რეგლამენტირებული სამუშაების ზუსტად შესრულების მონიტორინგი;  
  • სერვისის უფროსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;   
  •  შემოსული ვიზიტორების სწორი გადანაწილება შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან;  
  • მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური რეპორტის შექმნა/ ჩაბარება (სერვისზე და შეცვლილ ნაწილებზე); 
  • მომხმარებელთან უკუკავშირი სერვისის დასრულების შემდგომ;  
  • მომხმარებლის დამოკიდებულებების, მათი თხოვნებისა თუ ტრენდების შესახებ სერვისის დირექტორის ინფორმირება;  
  • სერვისის ფასების განსაზღვრა, მომხმარებლების ინფორმირება (ნორმა საათების მიხედვით); 
  • რეალიზაციებზე მომსახურების ფასების გატარება; 
  • საწყობიდან ნაწილების მიწერის შემდეგ, რეალიზაციების დახურვა, რელიზაციის საბოლოო ავტორიზაცია; 
  • საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა, მიმდინარე და რეგლამენტირებული ნაწილების მარაგების გადამოწმება, მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ფასის შესახებ; 
  • მოლარე ოპერატორის არყოფნის შემთხვევაში, მისი ნაწილობრივ ჩანაცვლება; 
  • გაწეული მომსახურებების ქარხნულ პროგრამაში გატარება; 
  • ახალი ავტომობილის მომზადება, რეგისტრაცია სააღრიცხვო პროგრამაში, საჭირო აქსესუარების, პროცედურების უზრუნველყოფა (დაავალებს ხელოსანს, ჩასადების რეზინის კოვრიკები, მისაყენებელია სანომრეები, მოსახსნელია სატრანსპორტო რეჟიმი, სანახავია საბურავების წნევა, სანახავია სითხეები); 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციოდ ცოდნა; 
  • ავტომანქანის მახასიათებლების დეტალური ცოდნა; 
  • MC office- ის ცოდნა; 
 
სხვა მოთხოვნები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დროის მართვის უნარი 
  • კოლეგიალურობა 
  • კომუნიკაციის უნარი 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@skoda.geგთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სერვისის კონსულტანტი 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 11.04.2025 წ. 
„შკოდა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 
 
"შკოდა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "შკოდა" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.