პროექტანტი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი Wemep
მივლინება: არა
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი
კომპანია WeMEP აცხადებს ვაკანსიას პროექტანტი ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • წყალმომარაგების, ხანძარქრობის, კანალიზაციისა და HVAC-ის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და პროექტის მასალების უწყისის მომზადება
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზის გარჩევა
  • საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის შესწავლა 
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა 
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
 
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
  • აუცილებელია AutoCAD-ის  და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა
  • საურველია Revit-ის ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება:აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
 
პიროვნული თვისებები და უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი
  • მიზანდასახული
 
დასაქმების პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 11:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team@wemep.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს