სტაჟირება ბიბლიოთეკის, ფონდების მართვის და საგანმანათლებლო პროგამების განყოფილებებში

განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
​​აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს სამთვიან (3 თვე) სტაჟირების პროგრამას ​​მუზეუმის საგამოფენო, საბიბლიოთეკო, ფონდების მართვის და საგანმანათლებლო​ ​პროგრამების​​ განყოფილებებში (ჯამში 12 ვაკანტური პოზიცია).​ 

​​გამოცხადებული პოზიციების აღწერა : ​ 
  • ​​საგამოფენო მიმართულების სტაჟიორის საქმიანობა​ ​მოიცავს​​ მუზეუმში მიმდინარე და დაგეგმილი დროებითი გამოფენების ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯგუფური სამუშაოების შესრულებას და ხედვების ინტერპრეტირებას. ​ 
  • ​​საბიბლიოთეკო მიმართულების სტაჟიორის საქმიანობა​ ​მოიცავს​​ წიგნად ფონდთან ინტენსიურ მუშაობას: ინვენტარიზაციას, კლასიფიკაციას, კვლევასა და მოკლე ტექსტების თარგმნას სხვადასხვა ენაზე. ​ 
  • ​​მუზეუმის ფონდების მართვის სტაჟიორის საქმიანობა​ ​მოიცავს​​ კოლექციების აღწერა/კატალოგიზაციას, Microsoft Office Excel-ის პროგრამაში ექსპონატების აღრიცხვასა და საკონსერვაციო - გაწმენდითი სამუშაოების შესრულებას, ასევე ექსპონატების ფოტოგადაღებას. ​ 
  • ​​საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტაჟიორის საქმიანობა​ ​მოიცავს​​ სხვადასხვა ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვას, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას, მუზეუმის განახლებული გიდტურის ჩატარებას და ვიზიტორებთან უშუალო კომუნიკაციას. ​ 
  • ​​აღნიშნული პოზიციების წარმომადგენლები გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით ახორციელებენ შიდა საქმიანობის ეფექტურ წარმოებას ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და მენეჯერებთან თანამშრომლობით, შიდა პროგრამულ და საორგანიზაციო საკითხებზე და ა.შ. ​ 

​​საგამოფენო მიმართულების სტაჟიორის პასუხისმგებლობები:​  
  • ​​მუზეუმის დროებითი ექსპოზიციის დაგეგმვა;​ 
  • ​​საინსტალაციო სამუშაოების განხორციელება;​ 
  • ​​მიმდინარე საგამოფენო პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;​ 
  • ​​გრაფიკული დიზაინისა და 3D პროგრამირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ​ 

​​საბიბლიოთეკო მიმართულების სტაჟიორის პასუხისმგებლობები:​  
  • ​​ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სპეციფიკის გაცნობა; ​ 
  • ​​წიგნების აღწერა/ კატალოგიზაცია; ​ 
  • ​​სპეციფიკურ საბუნებისმეტყველო ლიტერატურაში გარკვევა და სისტემატიზაცია; ​ 
  • ​​სამუზეუმო სივრცესა და საძიებო სისტემაში წიგნების თანხვედრის უზრუნველყოფა;​ 
  • ​​საბიბლიოთეკო საქმიანობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ​ 

​​მუზეუმის ფონდების მართვის სტაჟიორის პასუხისმგებლობები:​  
  • ​​ექსპონატების პრევენციული კონსერვაცია ( გაწმენდა, დასუფთავება); ​ 
  • ​​ფონდში ექსპონატების აღწერა / დახარისხება; ​ 
  • ​​ექსპონატების ფოტო გადაღება და ინფორმაციის შეყვანა Excel პროგრამაში; ​ 
  • ​​კოლექციების შედარება/დაზუსტების პროცესში ჩართვა; ​ 
  • ​​საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტაჟიორის პასუხისმგებლობები:​  
  • ​​არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან სწრაფი ადაპტაცია; ​ 
  • ​​გიდტურისა და პროგრამის ჩატარება გამართული მეტყველებით; ​ 
  • ​​ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა/ შემუშავებაში ჩართულობა;​ 
  • ​​ არსებული პროგრამების ადაპტირებაში მონაწილეობა;​ 
  • ​​ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.​ 

​​გამოცდილება/კვალიფიკაცია:​ 
  • ​​სამუზეუმო საქმით დაინტერესებული ნებისმიერი პირი: სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი ან კურსდამთავრებული. ​ 
  • ​​ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ( სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ​ 
  • ​​Microsoft Office -ის სრულყოფილი ცოდნა (გრაფიკული დიზაინისა და 3D პროგრამირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).​ 
  • ​​ზოგადი უნარ - ჩვევები :​​ პუნქტუალური, შემოქმედებითი, მოტივირებული, კომუნიკაბელური, გუნდურად მომუშავე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე.​ 
  • ​​სტაჟირება ​​არაანაზღაურებადია​​ და გაიცემა სერტიფიკატი. ასევე დასრულების შემდეგ შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან მუზეუმში სხვადასხვა პოზიციაზე სამუშაოდ.​  
​​

აუცილებელია მიუთითოთ თქვენს მიერ შერჩეული მიმართულების დასახელება​​. დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.​ 
​​დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ​​რეზიუმე ფოტოსურათით​​ (CV) და ​​სამოტივაციო წერილი​​ 2025 წლის ​​25 მარტამდე​​ ელექტრონულ მისამართზე: ​ silkmuseumprograms@gmail.com