გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY Next Door
თარიღები: 12 მარ - 10 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@nextdoor.ge
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია “Next Door”, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით მუდმივად ახალ პროექტებზე მუშაობს და მომხმარებლებს საუკეთესო საცხოვრებელ პირობებსა და ახალ სტანდარტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება;
  • პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • პრეზენტაციების ორგანიზება, დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
  • მომხმარებელთა ბაზის განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • არსებული მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების გაცნობა და მათი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, ეფექტური ვერბალური და წერილობით კომუნიკაციისთვის;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების ეფექტურად
  • განსაზღვრის უნარი;
  • გუნდის მიზნების, პასუხისმგებლობის გაზირებისა და ამავდროულად
  • ინდივიდუალურად საკითხის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს “Next Door”-ი სთავაზობს:

ანაზღაურების ეფექტურ სქემას (ხელფასს + ბონუსი);
სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@nextdoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. წარმატებას გისურვებთ!