კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი ვაინორ ბოს
მივლინება: არა
ენები: ჰოლანდიური, ინგლისური, გერმანული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
14 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია შპს ,,ვაინორ ბოს“, ჩვენს გერმანულ პარტნიორ კომპანიასთან, weinor GmbH & Co. KG https://www.weinor.de/, თანამშრომლობს. მას პარტნიორობას ვუწევთ დაახ. 40-კაციანი გუნდით.

სამუშაო გუნდის გასაზრდელად ვაცხადებთ ვაკანსიას:კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე ტენტების სფეროში

ჩვენთან თანამშრომლობის ძირითადი უპირატესობები:
  • საიმედო, თანამედროვე, გრძელვადიანი სამუშაო ადგილი მუშაობის ჰიბრიდული გრაფიკით (დისტანციური და ოფისში მუშაობის კომბინაცია)
  • ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე
  • ოჯახზე ორიენტირებული ხელშემწყობი სამუშაო გრაფიკი. შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმებაც
  • 24 შვებულების დღე
  • სამედიცინო დაზღვევა
  • უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი
  • ინდივიდუალური, სისტემატიური ტრენინგის შესაძლებლობები, ანაზღაურებადი ტრენინგი ადგილზე, თბილისში და კიოლნ /მაგდებურგში (გერმანია)
  • ინდივიდუალური და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტთა მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით
  • შეკვეთების და საჩივრების დამუშავება
  • ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ჰოლანდიური ენის კარგი ცოდნა (პრიორიტეტი)
  • დამატებით, გერმანული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • ტექნიკური უნარების საფუძვლიანი ფლობა
  • სისტემურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინიციატივების გამოჩენის უნარი
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.
  • MS –Office პროგრამების ცოდნა

დაინტერესდით?
გახდით ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს. ელექტრონული ფოსტა: tbs@weinor.de