ხორცის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი JB TRADE
მივლინება: არა ხელფასი: 2000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ყასაბი
შპს „ჯეი ბი ტრეიდი“ წარმოადგენს ნედლი საქონლის და ღორის ხორცის მაღალი სტანდარტის სარეალიზაციო სავაჭრო ქსელს. რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს „შინაურები“-ს სახელით. 

კომპანია შპს „ჯეი ბი ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას ხორცის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა ქ.თბილისი, გლდანის რაიონი ა ბოჭორიშვილის 3 ა
თვეში ორ კვირიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობა:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
  • სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათვსებლად მომზადება.
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციის და ნაშთების კონტროლი. 
  • რეალიზაციიდან და ნაშთებიდან გამომდინარე მომდევნო დღის შეკვეთების ფორმირება.
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების წარმოება.
 
მოთხოვნები:
  • ყასბად/ხორცის დამუშავების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • უპირატესობა მიენიჭება მსხვილ სავაჭრო ქსელში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
  • ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.
  • კლიენტთა მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები.
  • შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: i.jorbenadze@jbtrade.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995591069081