ადმინისტრაციული ასისტენტი
თარიღები: 12 მარ - 10 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. 
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.  
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! 

ვაკანსია: ადმინისტრაციული ასისტენტი 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქვ. ფონიჭალა 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 
ხელფასი: 1200-1500 (NET) + კვარტლური ბონუსი  
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კარიერულ წინსვლას; 
  • გრძელვადიან თანამშრომლობას; 
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; 
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფას 
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);  
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; 
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;  
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება; 
  • სხვადასხვა შეხვედრების ოქმების წარმოება; 
  • კომპანიის დეპარტამენტების მიმართულებებთან კოორდინაციაში სამუშაო ინსტრუქციების დოკუმენტაციებად გარდაქმნა; 
  • არსებული შიდა ორგანიზაციული რეგლამენტების და სამუშაო ფაილების მუდმივი განახლება; 
  • შეხვედრების ორგანიზება - დროის შეთანხმება, განრიგის შედგენა, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა; 
  • ხელმძღვანელის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; 
  • კალენდრის მართვა; 
  • რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება; 
  • დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება; 
  • დირექტორის კორესპონდენციების მართვა; 
  • სხვადასხვა დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; 
  • ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად კოორდინირებული მუშაობა; 
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება (დირექტორის ოფისის მიერ შედგენილი, დაინიცირებული დოკუმენტაციის წარმოება, შესაბამის მიმართულებასთან კოორდინაციით). 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა.  
 
კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან; 
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0 
 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
 
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო: 
ელ.ფოსტა: career@autotechno.ge 
ნომერი: +995 577 173 421; +995 577 988 345 
 
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!