15 წლიანი გამოცდილებით კომპანია “ქარექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
„ქარექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10:00 – 14:00
დასვენების დღე: კვირა
ხელფასი: 1000 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება.
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ხელფასი: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge