გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY Glass Line
თარიღები: 12 მარ - 10 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 5000
ენები: ქართული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ltdglassline@gmail.com
"GLASS LINE"-ში გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.

"გლას ლაინი" არის ალუმინის , მეტალო-პლასტმასის და შუშის წარმოების კომპანია რომელიც 3 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

რას აკეთებს გაყიდვების მენეჯერი?
  • კლიენტებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, ელ-ფოსტით, ონლაინ ჩატით);
  • კონსულტაციის გაწევა - კლიენტის საჭიროებების მიხედვით საუკეთესო პროდუქტის შერჩევა;
  • შეთავაზებების, პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური კლიენტების/პროექტების მოძიება, პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და ინვოისების გენერირება;
  • მიწოდების ორგანიზება - პროდუქტის მიწოდების მართვა და მომხმარებელთან უკუკავშირი;
  • საბუთების გაფორმება/მოწესრიგება

რას ვითხოვთ?
  • სავალდებულოა კომპანიის პროდუქტების მახასიათებლებში გარკვეულობა;
  • უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვებში გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, ინგლისური ან/და რუსული - დამატებითი უპირატესობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • განიხილებიან სტუდენტებიც, სწავლის პროცესთან ხელშეწყობით.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
  • ოფისის ლოკაცია - თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის(ყოფილი კაიროს) ქუჩა
  • ანაზღაურება - გაყიდვების მოცულობაზე და კანდიდატის კვალიფიკაციაზე დამოკიდებული (საორიენტაციო შემოსავალი - 1500 – 5000 ლარი (ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს)
  • კომპანია ანაზღაურებს შეხვედრებზე ტრანსპორტირება/საწვავის ხარჯს და ულიმიტო სასაუბროს კორპორატიულ ტელეფონზე. 

თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა 10 აპრილამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე ფოტო-სურათთან ერთად ltdglassline@gmail.com და შემოუერთდით GLASS LINE -ის გუნდს.