შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დასვენების დღე: 2 (შაბათი და კვირა)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ქსელური მოწყობილობების მართვა, კონფიგურაცია და ცვლილებების განხორციელება საჭიროებისამებრ;
- ქსელის ახალი სეგმენტების დაგეგმარება, დიზაინი, კონფიგურაცია და იმპლემენტაცია;
- კომპანიაში თანამშრომლების VPN კავშირის შეუზღუდავი წვდომის უზრუნვეყოფა, ასევე ახალი იუზერების დამატება და საჭიროების შემთხვევაში წასული თანამშრომლების იუზერების წაშლა;
- სადგურების VPN ქსელის გამართული მუშაობა და ახალი სადგურის დამატების შემთხვევაში ქსელის მოწყობა/კონფიგურაცია;
- შიდა ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების დროული განხორციელება;
- სხვადასხვა სერვისებზე ქსელური პრობლემების და ხარვეზების დროული იდენტიფიკაცია და მოგვარება;
- მონიტორინგის სისტემების მიერ გენერირებულ ალერტებზე დროული რეაგირება და ხარვეზების აღმოფხვრა;
- კონფიგურაცის რეზერვების გეგმიური შენახვა (Backups);
- ქსელში არსებული დატვირთვების მუდმივი მონიტორინგი;
- კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე, ახალი ქსელური ტექნოლოგიებისა და სერვისების შესწავლა და დანერგვა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Switching,Routing პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა;
- L2 ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა (Vlans, Trunking, Spaning Tree, RSTP, MSTP, EtherChannel,VTP, PagP,LACP,PortSecurite 802.1x, DAI);
- სხვადასხვა მონიტორინგის ხელსაწყოებთან (PRTG, ZABBIX, Nagios) და პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება (SNMPv2c, SNMPv3, Netflow, Syslog and etc..);
- VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება(SSL VPN, DMVPN, GRE,IPSec, CryptoMaps, FlexVPN, Anycinnect);
- NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;
- Wi-Fi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- Cisco (Routers,Switch,ASA Firewall, FortiGate, Nexus, Check Point) მოწყობილობებთან სამუშაო გამოცდილება;
- ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN მართვა და მხარდაჭერა;
- CCNP-დონის ცოდნა (სასურველია Cisco-ს ან ანალოგიური დონის სხვა ვენდორის სერტიფიკატი);
საჭირო უნარ-ჩვებები:
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვების და დაგეგმარების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემების სტატისტიკა და ანალიზის უნარი;
- რისკების შეფასები უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Vacancy@ak.ge, დანიშნულების ველში კი მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ქსელის ინჟინერი“.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს „ახალი ქსელები“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!