სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს დროებით ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (
www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (
www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- დაზღვეულებისგან შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
- დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;
- სადაზღვევო შიდა პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
- სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
jobs@gpih.geგთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 აპრილი.