Batumi Mall ეძებს ენერგიულ და კამერასთან თავდაჯერებულ კონტენტ კრეატორს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტში მონაწილეობა (საიმიჯო ვიდეოები, პროდუქტის პრეზენტაცია, რეკლამები და სხვა).
- სცენარის მიხედვით გადაღებებში ჩართულობა და სხვადასხვა როლის მორგება.
- პროდუქტის, ბრენდის ან შეთავაზების საინტერესო და დამაჯერებელი წარდგენა.
- მარკეტინგის გუნდთან და გადამღებთან ეფექტური თანამშრომლობა, კომუნიკაცია
კანდიდატის მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება და მაღალი კომუნიკაციის უნარი
- არტისტიზმი და ემოციების გადმოცემის უნარი
- პუნქტუალურობა და გადაღების პროცესისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა
- სასურველია გამოცდილება ვიდეოგადაღებებში, მოდელინგში ან კონტენტ შექმნაში (არ არის აუცილებელი).
ანაზღაურება: 500 - 2000 ლ (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარების და გამოცდილების მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@batumimall.ge
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მარტი