კონტენტ კრეატორი

ბათუმი ფრილანსი Batumi Mall
მივლინება: არა ხელფასი: 500 - 2000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
Batumi Mall ეძებს ენერგიულ და კამერასთან თავდაჯერებულ კონტენტ კრეატორს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის ვიდეო კონტენტში მონაწილეობა (საიმიჯო ვიდეოები, პროდუქტის პრეზენტაცია, რეკლამები და სხვა).
  • სცენარის მიხედვით გადაღებებში ჩართულობა და სხვადასხვა როლის მორგება.
  • პროდუქტის, ბრენდის ან შეთავაზების საინტერესო და დამაჯერებელი წარდგენა.
  • მარკეტინგის გუნდთან და გადამღებთან ეფექტური თანამშრომლობა, კომუნიკაცია

კანდიდატის მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება და მაღალი კომუნიკაციის უნარი
  • არტისტიზმი და ემოციების გადმოცემის უნარი
  • პუნქტუალურობა და გადაღების პროცესისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა
  • სასურველია გამოცდილება ვიდეოგადაღებებში, მოდელინგში ან კონტენტ შექმნაში (არ არის აუცილებელი).

ანაზღაურება: 500 - 2000 ლ (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარების და გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@batumimall.ge

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მარტი