უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: უსაფრთხოების თანამშრომელს.

ფუნქციები და მოვალეობები: 
  • წესრიგის და უსაფრთხოების წესების გაკონტროლება სასტუმროში და მის გარე პერიმეტრზე; 
  • სასტუმროში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაციის ფლობა; 
  • ნებისმიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება; 
  • თანამშრომლების მხრიდან სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტის შემოვლის განხორციელება;  
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, ხარვეზის დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა; 
  • IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება. 

საჭირო უნარები: 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • ყურადღება დეტალებისადმი; 
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს; 
  • გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებას  თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში; 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით); 
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას 
 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com