ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის გაყიდვების გუნდში.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ;
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბითუმო მიმართულებით კლიენტთა პორტფელისა და გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა;
- საბითუმო მიმართულების კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება;
- საბითუმო მიმართულების კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება;
- შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
- კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით;
- თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბითუმო მიმართულებით;
- აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგ(ებ)ი;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
- მოლაპარაკების უნარი;
- მაღალი დონის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!