ტექნიკოსი
2xP PRIORITY Swissotel Tbilisi
თარიღები: 11 მარ - 09 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: salome.abramidze@accor.com
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში: ტექნიკოსის პოზიციაზე 

ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Swissôtel Tbilisi” 2023 წლის დეკემბრიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს.  
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში  ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
  • ცენტრალური სისტემების მონიტორინგი;
  • სისტემაში აღმოჩენილი დაზიანებების შეფასება და აღმოფხვრა;
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა ტექნიკური პრობლემების სწრაფი აღმოფხვრის მიზნით;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; 
  • თავაზიანობა; 

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე

სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: salome.abramidze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (ტექნიკოსი)

„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!