„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში: ტექნიკოსის პოზიციაზე
ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Swissôtel Tbilisi” 2023 წლის დეკემბრიდან უმასპინძლებს პირველ სტუმრებს.
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
- ცენტრალური სისტემების მონიტორინგი;
- სისტემაში აღმოჩენილი დაზიანებების შეფასება და აღმოფხვრა;
- სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა ტექნიკური პრობლემების სწრაფი აღმოფხვრის მიზნით;
- კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა;
დამატებითი სარგებელი:
- კვება
- დაზღვევა
- საბონუსე სისტემა
- ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: salome.abramidze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (ტექნიკოსი)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!