სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,იელთი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ,,აპარტამენტების მფლობელებთან ურთიერთობის სუპერვაიზერის“ თანამდებობაზე. იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ. სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 1500 ლარიდან 1800 ლარამდე ჩვენი შემოთავაზებაა: - კომფორტული სამუშაო პირობები;
- კარიერული განვითარებისდა წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა
- წახალისების სისტემა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - აპარტამენტების მფლობელებთან (მათ საკონტაქტო პირებთან) კომუნიკაციის დამყარება, მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;
- პერიოდულად აპარტამენტების მფლობელების გამოკიტხვა მათი განწყობის შესაფასებლად;
- მათი ინტერესების დაცვა და პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება;
- აპარტამენტების მფლობელების მოთხოვნების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება;
- უძრავი ქონების მიმართულებით გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და აპარტამენტების მფლობელებისთვის გაზიარება ინვესტიციის გასაზრდელად;
- ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და აპარტამენტების მფლობელებთან ურთიერთობის მენეჯერისთვის წარდგენა;
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და სხვა კორესპონდენციის მართვა;
- შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- საბანკო/ სადაზღვეო/ სასტუმრო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ან ინგლისური და თურქული ენების ცოდნა (აუცილებელია C1 დონეზე)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: - კომუნიკაციის მაღალი უნარები;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ,,აპარტამენტების მფლობელებთან ურთიერთობის სუპერვაიზერი“ რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საწყობისა და ბუღალტერიის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!