საოპერაციო მენეჯერი

ონი სრული განაკვეთი მანინო უწერა
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი, სერვისის მენეჯერი
სასტუმრო მანინო უწერაში ცხადდება ვაკანსია ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: სოფელი უწერა, რაჭა, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სასტუმრო მანინო უწერაში უნიკალური ბუტიკ-სასტუმროა ულამაზეს სოფელ უწერაში. 14 სრულად აღჭურვილი ნომრით, მყუდრო რესტორნით, დახურული აუზით და მცირე საკონფერენციო დარბაზით, ის უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის. სასტუმრო მუშაობს სეზონურად: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. 2025 წლის სეზონისთვის ვეძებთ გამოცდილ და ორგანიზებულ ოპერაციების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სასტუმროსა და მასში მდებარე რესტორანს. 

პასუხისმგებლობები:
  • სასტუმროსა და რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • თანამშრომლების აყვანა, მათი სამუშაო განრიგის შედგენა და კონტროლი
  • მომხმარებელთა გამოცდილების და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • რეზერვაციების მართვა და სტუმრების მიღების პროცესის ოპტიმიზაცია;
  • ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • მარაგების მართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტების მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი
  • მენიუს მონიტორინი და განახლება 
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • HACCP სტანდარტების გათვალისწინებით სამზარეულოსა და სამრეცხაო დეპარტამენტების რეგულარული კონტროლი;
  • სასტუმროსა და რესტორნის შედეგებისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მენეჯმენტთან გაზიარება;

მოთხოვნები:
  • სასტუმროს ან რესტორნის მენეჯმენტის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გუნდური მუშაობის და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი 

თუ თქვენ გიყვართ სტუმარ-მასპინძლობის სფერო გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ: info@manino.ge