საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია: რეგიონალური მენეჯერი (დასავლეთ საქართველო) სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქუთაისი ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და კვარტლური ბონუსი ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობები: - რეგიონალური გაყიდვების და შესრულების ეფექტურობის ანალიზი, კორელაციების გაგება, რისკების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების შეთავაზება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
- კომპანიის შიდა და გარე რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება
- საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები;
- ბაზრის პირობები;
- ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა;
- ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები;
- მენეჯმენტის სტრუქტურა კომპანიაში;
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft-ის პაკეტი
- Office, Outlook, ინტერნეტი მომხმარებლის დონეზე;
- შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის ფლობა
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი
უნარები/პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- მიზანზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
კომპანია აპლიკანტს სთავაზობს: - მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
- კონკურენტულ ხელფასს
- კვარტლურ ბონუსს
- სამედიცინო დაზღვევას
- მობილური ხარჯების ანაზღაურებას
- ავტომობილს
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: - CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება (3 ეტაპი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტებზე: otcrx90@yahoo.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური მენეჯერი - დასავლეთ საქართველოს რეგიონი კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2025 წლის 1 აპრილიდან საბუთების გამოგზავნა ა.წ. 21 მარტამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.