„ორიგინალი ჯგუფი“ _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს „ჩემო კარგოს“ სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი „ლუდო“-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
„ჩემო კარგო“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
კომპანია „ორიგინალი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოპერატიული, ანალიტიკური და ფინანსური რეპორტების მომზადება;
- პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშების ანალიზი ფინანსური კოეფიციენტებისა და სხვა მაჩვენებლების გამოყვანის გზით;
- გადახრების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი მიზეზების მიწოდება მენეჯმენტისათვის;
- კომპანიის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- ბუღალტრულად თვის დახურვის პროცედურების მონიტორინგი;
- ბუღალტრულ პროგრამაში ბუღალტრული ინფორმაციის შეყვანის სისწორის და ზედნადები ხარჯების გადანაწილების მონიტორინგი;
- გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
- სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
- სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ანალიზი და შედეგების გაზიარება მენეჯმენტთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი, ფინანსების, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- Excel - ძალიან კარგად ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა,
- დროის მართვის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე მუდნივი ზრუნვის უნარი,
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე
hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."