სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი
თარიღები: 11 მარ - 09 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrc@royaltuliptbilisi.com
5* სასტუმრო Royal Tulip აცხადებს ვაკანსიას: სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ამყარებს სტუმრებთან კომუნიკაციას და მაქსიმალურად ცდილობს დაადგინოს სტუმრების კმაყოფილების დონე;
  • ახდენს სტუმრების ინფორმირებას სასტუმროში მიმდინარე აქტივობებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ;
  • თვალყურს ადევნებს სტუმრებს, რათა დარწმუნდეს, რომ მათი პრობლემები მოგვარებულია;
  • ინახავს სტუმრებთან ურთიერთობის და გამოხმაურების ზუსტ ჩანაწერებს;
  • ამზადებს მოხსენებებს სტუმრების კმაყოფილების და განმეორებადი საკითხების შესახებ;
  • მონაწილეობას იღებს ტრენინგებში, რათა განაახლოს მომსახურების სტანდარტები;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კომპანია გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!