"4 Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ - შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
"4 Hospitals" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00. 1სთ. შესვენება)
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა/სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირება;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება, შეფასება, ანალიზი;
- სამართლებრივი შინაარსის წერილების (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილება) მომზადება;
- კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კონტროლი და შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;
- საჯარო ტენდერებში მონაწილეობის მიღების პროცესში ჩართულობა. საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში;
- იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი - იურიდიული.
- სამუშაო გამოცდილება: იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი).
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2025 წლის 25 მარტისა.
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!