"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:“ უფროსი ტექნოლოგი:
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი : სრული
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა, მართვა და რაპორტინგი;
- ახალი საკვები პროდუქტების შექმნა/განვითარება;
- არსებული რეცეპტების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
- ტექნიკური მხარდაჭერა წარმოების პერსონალთან;
- კვების უსაფრთხოების ნორმების დაცვა (HACCP, ISO, FDA და სხვ);
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის ანალიზი და ხარისხის კონტორლი;
- წარმოების პროცესის მონიტორინგი და გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- მარკეტინგისა და წარმოების გუნდთან კოლაბორაცია პროდუქტების განვითარების მიზნით;
- ბაზრის ტენდეციებისა და ახალი ტექნოლოგიების ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- წარმოების დანადგარების მუშაობის პრინციპის სრულყოფილად ცოდნა;
- ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინება;
- გუნდური მუშაობის უნარი და ლიდერული თვისებები;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, საწარმოო ERP სისტემები იქნება უპირატესობა).
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული ენების ფლობა);
ჩვენთან დაგხვდებათ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ტექნოლოგი“.