ფარმაცევტი
თარიღები: 11 მარ - 09 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
ხელფასი: 1000 - 1300
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  ფარმაცია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: lobjanidzebeso@yahoo.com
ლურჯი ჯვარი ცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე

ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ლურჯი ჯვარი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი(ნუცუბიძის პლატო)
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი).  თვეში7დღე დასვენება
ანაზღაურება: 1000-1300ლ-ფიქსირებული-ბონუსი(კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
  • პროდუქციის მიღება,ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული, ორგანიზებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: lobjanidzebeso@yahoo.com
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.